ზემო ლარსი დღეს: ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს სამხედრო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მცირე შეზღუდვები დარჩა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ყაზბეგი–ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 13 მარტს

მანამდე თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.