ლარისა დოლინამ გოგა ნიქაბაძის ჩვენება დახურა

მოსკოვის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერი გოგა ნიქაბაძე ბრწყინავდა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს ჩვენება ცნობილმა რუსმა მომღერალმა ლარისა დოლინამ დახურა, რომელიც ქართველი დიზაინერის გოგა ნიქაბაძის კაბაში გამოვიდა.

მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე მოდურ მოვლენაში — Mercedes-Benz Fashion Week Russia, რომელიც 10-14 მარტის პერიოდში ტარდება, ნიქაბაძის გარდა, კიდევ სამი ქართული ბრენდი – KETIone, BESO TURÁ და Alkhanashvili მონაწილეობს.

Презентация новой коллекции Гоги Никабадзе

როგორც ცნობილია, დოლინა მოდური ჩვენებების მუდმივი სტუმარია, ამჯერად კი დარბაზიდან პოდიუმზე გადაინაცვლა.

ნიქაბაძემ ჩვენების დაწყების წინ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ისინი, ვინც ღონისძიებაზე მოხვედრა ვერ შეძლო, ჩვენებას პირდაპირ ეთერში Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს გვერდზე ნახავენ.

"მიყვარხართ და გპირდებით, რომ იამაყებთ", — დაწერა ნიქაბაძემ.

Презентация новой коллекции Гоги Никабадзе

მოსკოვის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერის ჩვენება პუბლიკისგან ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. გოგას უყვარს ჩვენების შოუდ გადაქცევა, სწორედ ამიტომ მაყურებელი მას აპლოდისმენტებითა და ოვაციებით ხვდება.

ნიქაბაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი პოპულარული ქართველი დიზაინერია. 2000 წელს შექმნა პირველი კოლექცია Teenager. ის ახალი კოლექციების გამოშვებას მუდმივად აგრძელებს და ყოველ ჯერზე საკუთარ ნიჭს, ასევე ქართული მოდის თვითმყოფადობასა და უნიკალურობას ამტკიცებს. თავად დიზაინერი აცხადებს, რომ საქმიანობაში საიდუმლოებები არ აქვს, ის უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც გრძნობს და საკუთარ ემოციებს კოლექციებში გადმოსცემს.