ფოტოებზე აღბეჭდილი ახალი ამბები

Sputnik

„Sputnik-საქართველო“ წარმოგიდგენთ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის კვირის საუკეთესო ფოტოებს.

იხილეთ სხვადასხვა მოვლენების ამსახველი შთამბეჭდავი სურათები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

1 / 20
მეტალის წყლით გაციება "ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ კომბინატში", პენსილვანია, აშშ
2 / 20
მეხიკოში ყოველწლიური დღესასწაულის "სან-ხუან-დე-დიოს" დროს ფეიერვერკებს ტრადიციულად ხარის ფორმაზე ალაგებენ
3 / 20
ვიეტნამელ ნგუენ ხუონგ ცზიანს მისი უცხოელი მეგობრები ტრანსგენდერების კონკურსზე Miss International Queen 2018 გამარჯვებას ულოცავენ, ტაილანდი
4 / 20
სპორტსმენები სუპერგმირების კოსტიუმებით Alpine Lakes Tour შეჯიბრებაზე ევროპის ყველაზე დიდ მიწისქვეშა მდინარე სენ-ლეონარდზე, შვეიცარია
5 / 20
ქალების მხარდამჭერი მრავალათასიანი მარში გაიმართა სტამბულის მთავარ სავაჭრო და საფეხმავლო ისტიკლიალის ქუჩაზე ქალთა დღეს
6 / 20
სილვენი, სკოლის მასწავლებელი და მოდელი საფრანგეთიდან, პოზირებს ფოტოგრაფის წინ ტატუ-შოუზე "Le Mondial du Tatouage" პარიზში
7 / 20
პარაოლიმპიური ტამაშები - 2018-ის გახსნის ცერემონია ფხენიანის ოლიპმიურ სტადიონზე
8 / 20
ფლორენციაში იტალიელების მიერ მოკლული სენეგალელი გარემოვაჭრე იდი დიენის მხარდამჭერი და რასიზმის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, იტალია
9 / 20
გამყიდველი ზის დახლთან პორტ-ო-პრენსის ქუჩაზე, ჰაიტი
10 / 20
"ჩიხუახუა" პატრონს მიყავს ძაღლების დიდ გამოფენაზე Crufts Dog Show ბირმინეგმში, დიიდ ბრიტანეთი
11 / 20
"ფორმულა 1-ის" სატესტო რბოლები მონტმელოში, ესპანეთი. "მერსედესის" გუნდის ბოლიდს მართავს ფინელი პილოტი ვალტერი ბოტასი "ბარსელონას" ტრასაზე კატალონიაში
12 / 20
რომის პაპი ფრანცისკე სადღესასწაულო ღვთისმსახურების დროს ვატიკანში
13 / 20
ქალთა უფლებების დამცველებმა მასობრივი აქცია გამართეს ქალთა საერთაშორისო დღეს ბილბაოში, ესპანეთი
14 / 20
პოლიცია აკავებს კანონმდებლების დისკვალიფიკაციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მანამდე, სანამ ჰონკონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კერი ლამი მივა ადგილობრივი კანონმდებელი საბჭოს არჩევნებზე
15 / 20
გოგონები სეირნობენ აყვავებული ალუბლების პარკში, ჩინეთი
16 / 20
სირიის სოფელი ხალდის მკვიდრები დასახლებულ პუნქტს ტოვებენ, რომელის სირიულმა ფორმირებებმა Free Syrian Army fighters დაიკავეს, რომლებსაც მხარს უჭერს თურქული მხარე
17 / 20
წყალდიდობა ავსტრალიაში - ნამდვილი ტალღები ეხეთქება ბენზოგასამართ სადგურს კვინსლენდში
18 / 20
სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლა ფრისტაილისა და სათხილამურო სპორტის ფესტივალზე ყაზახეთში
19 / 20
ლონდონის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც მონაწილეებმა ტროტუარზე და სახლების კედლებზე განათავსეს პლაკატები და ქვები, რითაც ირანის ციხეში მყოფი ნაზანინ ზაგარი-რატკლიფის გათავისუფლება მოითხოვეს
20 / 20
მეხანძრეები მიგელ იდალგოს ბაზარში ხანძრის კერების ლიკვიდაციისას, სადაც ხანძარმა შენობის დიდი ნაწილი გაანადგურა, მეხიკო, მექსიკა