აზერბაიჯანი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად

საქართველო და აზერბაიჯანი მზად არიან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებაზე იმუშაონ
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურების — გიორგი კვირიკაშვილისა და არტურ რასიზადეს შეხვედრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში ურთიერთოებების განვითარება გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კვირიკაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

გლობალური პროექტები და მტკიცე მეგობრობა: რა აერთიანებს საქართველოს და აზერბაიჯანს

„აზერბაიჯანი მზად არის განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისთვის“, — აღნიშნა რასიზადემ კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა აღნიშნა.

პირისპირ გამართული პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხი და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ჩატარების შესაძლებლობა.

Официальная встреча премьер-министров Грузии и Азербайджана

განსაკუთრებული ყურადრება გამახვილდა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა გააჩნია.

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2017 წელს ქვეყნებს შორის საქონელბურნვამ 882 მილიონი დოლარი შეადგინა.

2018 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 9,1 მილიონი დოლარი შეადგინა — ეს საერთო სავაჭრო ბრუნვის 11,2%-ია. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 24%-ით გაიზარდა.