ანრი ჯოხარიძე: სერიალისთვის ფაქტობრივად ათას კაცში ამარჩიეს

ანრი ჯოხარიძე იხსენებს, თუ როგორ მოულოდნელად მოხვდა ფილმში „გაყინული შადრევნების წელიწადი“, რომლის რეჟისორია ვანო ბურდული.
Sputnik

„შემოქმედებითი ნატურა ვარ და ფილმში გადაღების ამბავმა გამახარა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ანრი ჯოხარიძემ.

ანრი ჯოხარიძე – თბილისის 51-ე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, გადაღებულია ფილმებში, სერიალებსა და რეკლამებში; მღერის, ცეკვავს, უყვარს ველოსიპედი და გატაცებულია ექსტრემალური სპორტით, რომელსაც „ბიემიქსი“ ჰქვია.