ხანძარმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა

დედამ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე დატოვა
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. უკრაინაში, კიროვოგრადის ოლქში კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა, იუწყება РИА Новости უკრაინის საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის

უწყების მონაცემებით, სოფელ ვერბლუჟკაში კერძო სახლში ხანძრის შესახებ შეტყობინება შაბათ 14:00 საათზე შევიდა. სახლში გათბობა ღუმელის საშუალებით ხდებოდა. მეხანძრე-მაშველების მისვლის მომენტისთვის ხანძარი უკვე 70 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო გავრცელებული.

„ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოჩენილია 2017, 2015 და 2014 წელს დაბადებული სამი ბავშვის ცხედარი“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ბავშვების დედა სახლიდან გავიდა და ისინი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა. ხანძარი ორ საათში ჩააქრეს, სპეციალისტები აალების და ბავშვების გარდაცვალების მიზეზებს არკვევენ.