ქართველი ქორეოგრაფი სოჭში ავარიისას დაიღუპა

მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც დაღუპული მართავდა, შემხვედრ ზოლზე გადავიდა და ავტობუსს შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ქართული ცეკვის სკოლის ხელმძღვანელი ლაშა ბერიშვილი სოჭი-წითელი პოლიანას გზაზე გვირაბში ავარიაში დაიღუპა, იუწყება პორტალი Блокнот Краснодар-ი.

ავარია А-149 ტრასაზე მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი Lexus-ის მარკის ავტომობილი შეეჯახა სამგზავრო ავტობუსს, რომელიც „ადლერი-წითელი პოლიანას მარშრუტით მოძრაობდა. 

მსუბუქ ავტომობილს სოჭში ცნობილი ქორეოგრაფი, ანსამბლ „ლეგენდას“ ხელმძღვანელი ლაშა ბერიშვილი მართავდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. ავტობუსის მძღოლი და ორი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.