ბათუმი-ახალციხის გზაზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა

საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის 38-ე კილომეტრზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა, იტყობინება ქედის მუნიციპალიტეტის მერია.

მეწყერი შაბათ გვიან საღამოს ჩამოწვა, შედეგად  საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მძიმე ტექნიკა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის საავტომობილო გზების სამსახური უფროსი ირაკლი მაჩალაძე, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები.