ზემო ლარსი დღეს: გზა ნაწილობრივ გახსნილია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობა თავისუფალია, თუმცა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავრომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები 9 მარტს  ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

დეპარტამენტი ახსენებს მძღოლებს, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია, ხოლო მლეთა-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის გაჩერება აკრძალულია.

რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 90-98 კილომეტრის (დიზი-ლახამულა) მონაკვეთს, აქ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ცალმხრივად. 

რეჟიმების დაცვას გზებზე საპატრულო პოლიცია იცავს.