რა სარგებლობა მოქვს კომერციულ ატაშეს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტისთვის გაურკვეველია ვინ და როგორ შეაფასებს კომერციული ატაშეების საქმიანობის ეფექტურობას.
Sputnik

„ნათელია, რომ ხელისუფლება აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ჩინეთში კომერციული ატაშეების დანიშვნით ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს. თუმცა ვინ შეაფასებს მათ საქმიანობას ცოტა ბუნდოვანია" — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა. კომერციული ატაშეს უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე იქნება დანიშნული პირი, რომელიც შედის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში. კომერციული ატაშეს როტაციის ვადა 3 წელი იქნება. კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა, კერძოდ, ერთი – ქართული საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა და, მეორე – ინვესტიციების მოზიდვა.