„მტაცებელი“ ბავშვები და პირველი სრული სახელმძღვანელო დედებისთვის

მსოფლიოში ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობისა და ჰიგიენისთვის ბევრი საჭირო წიგნი არსებობს, მაგრამ საქართველოში გამოცემულ „დედის სახელმძღვანელოს“ როგორც შევიტყეთ, ამ ეტაპზე ანალოგი არ აქვს.
Sputnik

ის ყველა ქვეყნის პედიატრების სამაგიდო წიგნად შეიძლება ჩაითვალოს. მისი ავტორი საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ქეთევან ნემსაძეა.

- ქალბატონო ქეთი, მსგავსი სრულყოფილი წიგნი აქამდე მართლა არ გამოცემულა?

— არა, ეს პირველი გახლავთ. სხვათაშორის, მსოფლიო ისტორიაში არის მსგავსი რამ ბავშვზე, მაგრამ ის, რომ ჩანასახიდან 18 წლამდე ადამიანზე სრულ ცნობებს მოიცავდეს, ნამდვილად არ არის. მე ვეძებე და ვერსად მივაკვლიე. მსგავსი რამ გამოცემული არც ამერიკას და არც ევროპას აქვს. ამ საკითხში პირველები ნამდვილად ჩვენ ვართ. წიგნში ბავშვს განვიხილავთ არა ნოლი ასაკიდან, ანუ დაბადებიდან, (რასაც ეძახიან ნოლ ასაკს), არამედ, ჩასახვიდან ბოლომდე. მე ვთვლი, ეს ჩემი 20 წლიანი შრომა და ქვეყნისადმი დიდი საჩუქარია. „დედის სახელმძღვანელო“ დღეს „ბიბლუსის“ მთელ სისტემაშია გაყიდვაში. ადრე სხვადასხვა თავები გამოდიოდა, რომელსაც ამერიკის საერთაშორისო სააგენტო „USAID” ჩემი ავტორობით ქართულ ენაზე ბეჭდავდა, მაგრამ ასეთი სრულფასოვანი პირველად გამოვიდა. აქ მოცემულია განვითარების შეფასება და სოციალიზაციის მეთოდები.

ქეთი ნემსაძე მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოების ცერემონიაზე

- ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი მაინც რა არის?

— ბავშვი იბადება ამორალური  — რაც იმას ნიშნავს, მას ყველაფერი თავისთვის უნდა. ყველა ბავშვში დევს ასეთი რამ: „რაც კარგია — ჩემია, რაც ჩემია — შენი ვერ გახდება“ —ბავშვები „მტაცებლები“ არიან. ამიტომ აუცილებელია იმის ცოდნა, როგორ უნდა მოხდეს ამ მორალის მოდიფიკაცია და როგორია ამ სიჯიუტესთან გამკლავების მეთოდოლოგია, რასაკვირველია, ასაკობრივ ასპექტში.

-ანუ როგორც ახსენეთ, ამ „მტაცებლობის“ დარეგულირება-მოგვარება შესაძლებელია?

— ამ საქმეში დედა პედიატრის პარტნიორი უნდა იყოს. ამის დარეგულირება შესაძლებელია და წიგნში ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოცემულია. ეს მოდელი პრაქტიკიდანაა აღებული, ისეთი ტემპერამენტიანი ერებისა, როგორიც ჩვენ ვართ.

ქეთი ნემსაძე კოლეგებთან ერთად სამედიცინო კონგრესზე

- მხედველობაში გყავთ იტალიელები და ესპანელები?

— არა, ესპანელები ჩვენნაირები არ არიან. ჩვენ უფრო რთულად სამართავი ერი ვართ, ამიტომ, ქართველ ბავშვს სხვანაირი მიდგომა სჭირდება. მონაცემები ძირითადად ავიღე ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ ყველა რასაზე გამოცემული მასალებიდან. შევადგინე კითხვარები და ისინი ცნობილ ქართველ ექიმებს დავურიგე, რაც ქართული სინამდვილის გაგებაში დამეხმარა. ის ექიმები ყველა ჩემს წიგნშია მოხსენებული. ესაა სახელმძღვანელო პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის.

- თქვენს წიგნში სამედიცინო კვების შესახებაც იძლევით რჩევებს…

— დიახ, აქ სამედიცინო კვების რეკომენდაციებიცაა მოცემული, იმიტომ, რომ კვების გარეშე არაფერი გამოვა. ბავშვს არ უნდა აჭამო აგრესიული საკვები, ანუ ის რაც დადის. მისი საკვები უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული და რაც ცურავს და დაფრინავს. გარდა მაგისა, ვაძლევ რჩევებს როგორ უნდა შეუწყო ხელი ბავშვის განვითარებას და წარმატებას ასაკობრივ ასპექტში.

- ამ წიგნზე მუშაობის დროს ყველაზე საინტერესო აღმოჩენას რას მიაკვლიეთ?

— მე მივაკვლიე ქართულ სინამდვილეში ხასიათობრივ აფეთქებებს, რომელიც მინდა, რომ ბავშვობის ასაკიდან ამოიფხვრას. ბავშვები, პირველ რიგში, წარმატებას უნდა მივაჩვიოთ…