თბილისი, 10 მარტი — Sputnik. კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 10 ახალი რეანომობილი გადასცა, იუწყება ცენტრის ვებგვერდი.
აღნიშნული რეანომობილები მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.
განახლებული ავტოპარკი საქართველოში გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.