ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის

ადგილზე სახანძრო სამსახურის ხუთი ბრიგადა მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პირველადი ინფორმაციით, მეხუთე სართულზე ცეცხლი ბინაში ლეიბებს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ბინაში ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.