თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ზვავსაშიშროების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
სატრანსპორტო–გამშვები პუნქტი "ყაზბეგი–ზემო ლარსი" დღეისათვის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საზღვარია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს.