გაზაფხულის დღესასწაული: თბილისში ქალებს 8 მარტი მიულოცეს

Sputnik

საზეიმო აქცია მოაწყვეს თბილისში ახალგაზრდობისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალის მონაწილეებმა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ულოცავდნენ სტუდენტები გამვლელებს ქალაქის ცენტრში.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ ნესტან ჩიტაიამ — ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ფესტივალის უცხოელმა და ქართველმა მონაწილეებმა 8 მარტთან დაკავშირებით საკუთარ ქვეყნებში სადღესასწაულო აქციის მოწყობა გადაწყვიტეს.

"სოჭში ყოფნის დროს ყველა დავმეგობრდით ერთმანეთთან და დღეს ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ასეთი ღონისძიების გამართვა", — აღნიშნა ნესტან ჩიტაიამ.

აქციის ფარგლებში თბილისში 15 აქტივისტი მეტროს სადგურ "რუსთაველთან" გამვლელებს ულოცავდნენ და ყვავილებს ჩუქნიდნენ. საჩუქრები და მილოცვა ათობით ქალმა მიიღო. აქციას მხარი დაუჭირეს ბათუმშიც — იქ 10-მა აქტივისტმა ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და 50 თაიგული დაურიგა.

1 / 16
ახალგაზრდობისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალის ქართველმა მონაწილეებმა თბილისში 8 მარტს სადღესასწაულო აქცია გამართეს
2 / 16
ფესტივალის მონაწილეები გამვლელებს ყვავილებს ჩუქნიდნენ და ქალთა დღეს ულოცავდნენ
3 / 16
ყვავილები და მილოცვა 8 მარტს ათობით ქალმა მიიღო
4 / 16
ახალგაზრდობისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალის ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა საკუთარ ქვეყნებში საზიემო აქციის გამართვა თავად გადაწყვიტეს
5 / 16
აქციის ფარგლებში თბილისში სტუდენტური მოძრაობის 15 აქტივისტი ულოცავდა გამვლელებს 8 მარტს
6 / 16
საჩუქრები ათობით ქალმა მიიღო
7 / 16
აქციას მხარი დაუჭირეს ბათუმშიც - 10-მა აქტივისტმა გამვლელ ქალებს 50 თაიგული აჩუქა და ქალთა დღე მიულოცა
8 / 16
სტუდენტებმა თბილისის მცხოვრებებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო - ქალებს უხაროდათ და იღიმოდნენ, როდესაც მათ ყვავილებს ჩუქნიდნენ და ულოცავდნენ
9 / 16
ფესტივალის მონაწილეებმა სოჭში საკუთარი ხარჯებით გამართეს აქცია, სადაც მათ მხარი დაუჭირა საზოგადოებამ
10 / 16
აქციის მონაწილეები ქალებისათვის მილოცვას თბილისის რამდეინმე უბანში გეგმავდნენ
11 / 16
თუმცა 100 ყვავილი მათ დიდხანს არ ეყოთ - ქალები სიხარულით ღებულობდნენ მილოცვას და აქციის მონაწილეებმა მეტრო "რუსთაველიდან" წასვლა ვეღარ შეძლეს
12 / 16
მომავალ წელს უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება
13 / 16
ახალგაზრდების ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა, მათ ქალებს დადებითი ემოციები აჩუქეს
14 / 16
ასე მიმდინარეობა აქცია მეტრო "რუსთაველთან"
15 / 16
ყვავილებსა და მილოცვას გამვლელები ღიმილით და სიხარულით ღებულობდნენ
16 / 16
ფესტივალის მონაწილეებმა ნამდვილი საგაზაფხულო დღესასწაული გამართეს