საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში მიემგზავრება

იზორია შეხვედრებს გამართავს თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ალიევი: აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა ბევრი ქვეყნისთვისაა მომგებიანი

„დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში 9 მარტს ჩამოვა", — იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში და სხვა სახელმწიფო უწყებებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბაქოში 10 მარტამდე გაგრძელდება.