როგორი იქნება განახლებული ბოტანიკური ბაღი

პროექტის განხორციელებით, ბოტანიკურ ბაღს დამატებითი ფუნქციები გაუჩნდება, მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე, სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენრტი.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისში, ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის რეაბილიტაცია იწყება, ნათქვამია თბილისის მერიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ბოტანიკურ ბაღსა და წავკისისწყლის ხეობას მოიცავს, სადაც მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრი.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის განხორციელებით, ბოტანიკურ ბაღს დამატებითი ფუნქციები  გაუჩნდება, მათ შორის, ბაღს ექნება ალტერნატიული შესასვლელი და საპარკინგე ზონა.

„ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში, თუმცა, მგონია, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ეს კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ, გავხადოთ მიზიდულობის ცენტრი“, — განაცხადა თბილისის მერმა.

როგორი იქნება განახლებული ბოტანიკური ბაღი

კალაძის თქმით, ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს მთლიანად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. პროექტის ღირებულება კი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

საქართველოს ბოტანიკურ ბაღებს შორის საქართველოს ეროვნული (თბილისის) ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესია ამიერკავკასიაში. 2016 წელს საქართველოს ეროვნულ (თბილისის) ბოტანიკურ ბაღს 380 წელი შეუსრულდა.

როგორი იქნება განახლებული ბოტანიკური ბაღი

თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და  წითელ წიგნში შეტანილი შეტანილი მცენარეები. 

დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა.  იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შედის.