რამდენი სტუდენტი სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

საქართველოში მოქმედი 55 უმაღლესი სასწავლებლიდან 39 თბილისში მდებარეობს.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44,3 ათასი სტუდენტი სწავლობს, აქედან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში — 27,6 ათასი, ხოლო კერძოში — 16,7 ათასი, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

მიმდინარე სასწავლო წელს სტუდენტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 2,7 ათასით გაიზარდა.

საქართველოს ორი პროფსასწავლებლის დიპლომები მსოფლიოს 102 ქვეყანაში აღიარეს

სულ საქართველოში 55 უმაღლესი სასწავლებელია. აქედან 39 თბილისში მდებარეობს, აჭარაში — ხუთი, ქუთაისში, კახეთსა და ქვემო ქართლში — ორ-ორი.

საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ აბიტურიენტები პროფესიული განათლებითაც დაინტერესდნენ.

2018 წელს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პროფესიულ განათლებასა და მის განვითარებაზე. ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 40,8 მილიონ ლარზე მეტი.

ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ პროფესიული განათლება ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირდეს. გარდა ამისა, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფგანათლების ხარისხის გაუმჯობესება.

მთავრობის გეგმით, პროფსასწავლებლებში სწავლას ასევე შეძლებენ მსჯავრდებულები და პრობაციონერები. ამისთვის მთავრობამ განსაკუთრებული პროგრამა შეიმუშავა, რომელიც პროფესიის ათვისების შესაძლებლობას საპატიმროდან გამოსვლამდე იძლევა.