ნინო ჩხეიძე: ჩემმა ქმარმა მომიტაცა, წივილ-კივილი არ დამიწყია, ცოტა „მეგოიმა“

მომღერალი ნინო ჩხეიძე იხსენებს, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე.
Sputnik

„როცა გავიცანი, 20 წლის ვიყავი. 21 წლის რომ გავხდი, გავთხოვდი. მაშინ გვარიც არ ვიცოდი. ასე ვთქვათ, მომიტაცა. წივილ-კივილი არ დამიწყია, ცოტა „მეგოიმა“, – ამბობს ჩხეიძე.

ნინო ჩხეიძე 1981 წლის 6 ივნისს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. ჰყავს მეუღლე გიორგი კორახაშვილი და შვილი მარიამ კორახაშვილი. უყვარს მოგზაურობა. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის „ჩემი გული შენია”.