ლადო კახაძე: წინ მე გავრბივარ და უკან მომდევენ ეს ბიჭები

ცნობილი ქართველი ექიმი, ექოსკოპისტი ვლადიმერ (ლადო) კახაძე საკმაოდ ემოციურ ისტორიას იხსენებს, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადახდა თავს.
Sputnik

„ორი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა ჩემთან, ცრემლმორეული, დედა გვყავს ავად, სიმსივნე აქვს და გვითხრეს, ლადო ექიმი გეტყვით, თადარიგი როგორ დაიჭიროთო. მოვიდნენ იმ განწყობით, რომ დედა კვდება და მე უნდა დავაკვალიანო, რა და როგორ გააკეთონ. გადმოვიდა დედა მანქანიდან, დიდი მუცლით, მამა ვერ გადმოყვა, შიშით ფეხები მოეკვეთა. მე უნდა დავუსვა დიაგნოზი, როდის გარდაიცვლება. ვუყურებ ამ ქალს და სასიკვდილო არაფერი ეტყობა“, – იხსენებს ლადო კახაძე.

აღმოჩნდა, რომ ქალი ორსულად იყო. კახაძის თქმით, მან ბიჭების თვალებში დაინახა, როგორ იცვლება სიკვდილი სიცოცხლედ და ამაზე დიდი ემოცია ცხოვრებაში აღარასოდეს განუცდია.