„112“-ის სამსახური მზადყოფნაშია: მოსახლეობას ქარის გამო სიფრთილისკენ მოუწოდებენ

ქარის მოსალოდნელ გაძლიერებასთან დაკავშირებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სრულ მზადყოფნაში არიან
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს შსს-სსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოუწოდა თბილისისა და სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობას, სადაც ძლიერი ქარია მოსალოდნელი, სიფრთხილე გამოიჩინოს და საჭიროების შემთხვევაში „112“-ის ცენტრს მიმართოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარასკევსა და შაბათს თბილისში, შესაძლოა, ქარის სიჩქარე წამში 25-30 მეტრამდე გაიზარდოს.

9-10 მარტს თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

„ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი, სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები. მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და გამოიძახონ სამაშველო ჯგუფები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე თბილისის მერიამ მოსახლეობას მოუწოდა გამოიჩინოს სიფრთხილე  და ძლიერი ქარის დროს მოერიდოს ხეებს, მსუბუქ კონსტრუქციებსა და სამშენებლო მოედნებს.

სამშენებლო კომპანიებს მოუწოდეს მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით.