სინოპტიკოსები 9 მარტს შავი ზღვის სანაპიროზე 6 ბალამდე შტორმს ელოდებიან

ამინდის გაუარესებას სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით ვარაუდობენ.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. 9 მარტს,  ფოთისა  და ყულევის სანაპირო ზოლზე ამინდი მკვეთრად გაურესდება, განუცხადეს “sputnik საქართველოს“ კორესპონდნეტს ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში. 

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 9 მარტს

სამსახურის ცნობით, პარასკევს გაძლიერდება დასავლეთის ქარი, რომელიც 12-17 წმ. სიჩქარით იქროლებს. დღის მეორე ნახევარში, ასევე საღამოს ქარის სიჩქარე 23-25 მ/წმ-ს მიაღწევს. ზღვის ღელვა დღისით 4-5 ბალამდე დაფიქსირდება, საღამოს და ღამის პირველ ნახევარში კი 5-6 ბალამდე გიზრდება. მთელი დღის მანძილზე დროგამოშვებით იწვიმემებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11 გრადუსი იქნება. 10 მარტიდან შედარებით სუსტი, ცვალებდი მიმრთულების ქარი იქროლებს, ხოლო ზღვის ღელვა 3-4 ბალამდე დაიკლებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი იუყება, 9 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი.