ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: 10 მარტი

სინოპტიკოსები შაბათს თბილისში მზიან ამინდსა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები შაბათს თბილისში მზიან ამინდსა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

მზე 10 მარტს დედაქალაქში დილის 07:22 საათზე ამოვა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 7 გრადუსი იქნება, დილით კი +12 გრადუსამდე გათბება.

ღამით ქარი წამში 25-32მ სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი მისი ძალა 20-25 მ/წმ-მდე დაიწევს. 

მზე თბილისში ზუსტად 19:01 საათზე ჩავა.