„მე ძალიან მაკლია შვილებთან ურთიერთობა, რადგან დილიდან შუაღამემდე სამსახურში ვარ. ყველაფრის შემდეგ, სამწუხაროდ, ოჯახისთვის დრო აღარ მრჩება“, – ამბობს ლალი მოროშკინა.
მოროშკინას განცხადებით, დღეს სიამოვნებით მოირგებდა ქალის როლს, რომელიც ტრიალებს სამზარეულოში, უვლის ოჯახს, რგავს ყვავილებს. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი ფუფუნებაა.