ივანიშვილი გამდიდრდა, მაგრამ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში პოზიციები დაკარგა

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანია.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 4,6 მილიარდი აშშ დოლარით მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში 456-ე ადგილი დაიკავა.

ბანკის მმართველს, რომელმაც ივანიშვილი მოატყუა, 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილი ერთ წელიწადში 0,1 მილიარდით გამდიდრდა, მაგრამ რეიტინგში 367-დან 456-ე ადგილზე გადაინაცვლა. ივანიშვილის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 2008 წელს — 143-ე პოზიცია. მაშინ მისი ქონება 6,4 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა — 173-ე ადგილი 3,9 მლრდ დოლარით.

ლიდერთა სამეულში არიან ონლაინ-რიტეილერი Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 112 მლრდ დოლარით, მეორეზე — Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 90 მლრდ დოლარით და მესამეზე Berkshire Hathaway-ს საინვესტიციო ფონდის ხელმღვანელი უორენ ბაფეტი 84 მლრდ დოლარით.