„ევა“, „დროის ნაპრალი“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 8-11 მარტს

ეროტიკული ტრილერი მომხიბლავი იზაბელ იუპერით, თითქმის ზღაპრული ფანტასტიკა მთელი ოჯახისთვის, თავბრუდამხვევი ტრილერი ლიამ ნისონით და ბევრი სხვა კინო - „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ
Sputnik

8 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„ევა“ (Eva) — რეჟისორ ბენუა ჟაკოს ეროტიკული ფრანგულ-ბელგიური ტრილერი იზაბელ იუპერთან და გასპარ ულიელთან მთავარ როლებში. თოვლიანი ქარიშხლის გამო მთავარი გმირი, წარმატებული და მდიდარი მწერალი ბერტრან ვალადა მაცდურ და იდუმალ ევასთან ერთ ჭერ ქვეშ აღმოჩნდება. მას დაეუფლება ამ ქალისადმი ვნება, და თავისი ყველაზე მთავარი რომანის ფინალის გამო, რომლის მთავარი მოქმედი პირი სწორედ ევა გახდება, ის ყველაფერზე წამსვლელია. ფულის, რეპუტაციის და ახლობელი ადამიანების დაკარგვაც კი ვერ შეაჩერებს ფილმის გმირს.

„დროის ნაპრალი“ (A Wrinkle in Time) — Walt Disney Pictures-ის საოჯახო მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი. მოვლენების ცენტრშია მსოფლიო მასშტაბის ფიზიკოსი ალექს მური, რომელიც მეხუთე განზომილებასთან ექსპერიმენტებს ატარებდა და არაჩვეულებრივი მოვლენის შედეგად გაქრა. მის ქალიშვილს, სკოლის მოსწავლე მეგის ის ძალიან ენატრება და ერთხელ ის მის საძებრად გაემგზავრება. თავის უმცროს ძმა ჩარლზთან და მასზე შეყვარებულ თანაკლასელთან ერთად ის პარალელურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ბნელეთსა და ნათელს შორის გრანდიოზული ბრძოლა იგეგმება. სწორედ ბნელეთმა დაატყვევა გოგონას მამა, და მის გადასარჩენად და ბნელეთის დასამარცხებლად მან საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს და ფარული ძალა აღმოაჩინოს. როლებში: გუგუ ემბატა-რო, კრის პაინი, რიზ უიზერსპუნი, მაიკლ პენა, ოპრა უინფრი.

„12 მეომარი“  (12 Strong) — რეჟისორ ნიკოლაი ფიულსის ამერიკული სამხედრო დრამატული ფილმი. ფილმის მოვლენები ვითარდება ტრაგედიის შემდეგ, რომელიც აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს დატრიალდა. აშშ-ის არმია აგზავნის რაზმს ავღანეთში, მისი მიზანია — ანტიტერორისტული მისია. მასში შედიან CIA-ს ოფიცრები და აშშ-ის არმიის სპეცგანაყოფის წევრები. ადგილზე ისინი ერთიანდებიან გენერალ აბდულ-რაშიდ დუსტუმთან და ჩრდილოეთ ალიანსთან, რათა თალიბებს ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ. როლებში: კრის ჰემსვორთი, მაიკლ შენონი, მაიკლ პენა, ნავიდ ნეგაბანი, ელზა პატაკი, რობ რიგლი. ელზა პატაკი და კრის ჰემსვორთი ცოლ-ქმრის როლს ასრულებენ, ამ დროს ისინი რეალურ ცხოვრებაშიც ცოლ-ქმარი არიან.

„მგზავრი“ (The Commuter) — რეჟისორ ჟაუმე კოლეტ-სერას ამერიკულ-ბრიტანული ტრილერი. მთავარ როლებში ვერა ფარმიგა და ლიამ ნისონი. რიგითი სადაზღვევო აგენტი მაიკლ ვულრიჩი თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე მატარებლით სამსახურში დადის. მას უკვე დამახსოვრებული ჰყავს სხვა მგზავრების სახეები, რომლებსაც ის ყოველდღე ხედავს, მაგრამ ერთხელ მის გვერდით დაჯდება უცნობი ქალი სახელად ჯოანა. მან შესთავაზა მას მონაწილეობა მიიღოს უჩვეულო ექსპერიმენტში და ამაში მას 75 ათას დოლარს გადაუხდიან. თუმცა როდესაც მაიკლი მის კუთვნის ფულს იპოვის, მიხვდება, რომ ძალზე საშიშ თამაშში ჩაება, რომლის ფსონზე არამარტო მისი, არამედ სხვა მგზავრების სიცოცხლეა დადებული.

თბილისის ეკრანებზე დაბრუნდა გილერმო დელ ტოროს ფილმი „წყლის ფორმა“, რომელმაც „ოსკარის“ პრემია „წლის საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში მიიღო.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული ტრილერი ჯაშუშებზე „წითელი ბეღურა“,  ამერიკული დრამატული ტრილერი „ფსკერზე“ და ბოევიკი „ძარცვა შტორმში“. 

ასევე კონოთეატრებშია — რეჟისორ მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო მხატვრული ფილმი „დედე“,რეჟისორ რიდლი სკოტის კრიმინალური ტრილერი „სამყაროს მთელი სიმდიდრე“  (All the Money in the World), კომედია „დამპლური თამაშები“ (Game Night), ამერიკული მხატვრული ფილმი „შავი პანტერა“, სპილბერგის ტრილერი „ვაშინგტონ პოსტი საიდუმლო მასალები“ (The Post) მერილ სტრიპით და ტომ ჰენქსით მთავარ როლებში, რეჟისორ ჯეიმს ფოულის ამერიკული დრამატული ფილმი „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ (Fifty Shades Freed) და რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ქართული მხატვრული ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“, გია კაჭარავას კომედია „დაბოლილი ნასოსი — მაიტა ნასოსი 2“ 

მულტფილმი ბავშვებისთვის: ანიმაციური ფილმი „გნომობანა“ (Gnome Alone), ბრიტანულ-ფრანგული ოჯახური კომედიური ფილმი „პადინგტონის თავგადასავალი 2“ და „წყალქვეშა საძმო შვიდფეხას თავგადასავალი“.

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!