თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმასა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, ამავე დროს ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
ზღვის სანაპიროზე შტორმი 4-5 ბალს მიაღწევს. მოსალოდნელმა დიდმა ნალექმა შეიძლება მდინარეების ადიდება გამოიწვიოს.
8-10 მარტს საქართველოს ბარში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში — თოვლი, ზოგან — დიდი თოვლი.
თბილისში 9 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 20-25 მეტრამდე წამში, ხოლო 10 მარტს შეიძლება 32 მეტრამდე გაძლიერდეს.
ამ დღეებში დედაქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-დან 17 გრადუსამდე სითბო იქნება.