ჩეჩნეთში სპეცსამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ჩეჩნეთში დღეს, დილით ერთ-ერთი სპეცსამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი Ми-8 ჩამოვარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

„წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნილია ერთ-ერთი სპეცსამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი, ბორტზე მყოფი ცხრა ადამიანიდან ხუთი დაიღუპა“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ.

მისი თქმით, ვერტმფრენი ხანგიხოის ხეობაში ჩამოვარდა. მიზეზები დგინდება.

შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.