სტალინის პორტრეტით და წითელი დროშით

Sputnik

გორში სტალინის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ მიაგეს პატივი სტალინისტებმა საკუთარ ბელადს.

იოსებ სტალინის მომხრეები ტრადიციულად შეიკრიბნენ მის სახლ-მუზეუმთან, შემდეგ კი ქალაქის ცენტრის გავლით მსვლელობა გამართეს ადგილობრივ ეკლესიამდე, სადაც "ხალხთა მამის" პატივსაცემად სანთლები დაანთეს.

1 / 12
სტალინისტებისათვის ტრაგიკული თარიღია 5 მარტი - დღე, როდესაც იოსებ სტალინი გარდაიცვალა
2 / 12
ამ დღეს მის სახლ-მუზეუმთან თავი მოიყარეს მათ, ვინც დღემდე პატივს მიაგებს "ერების წინამძღოლის" ხსოვნას
3 / 12
ბევრი ხალხი არ შეკრებილა - დაახლოებით 15 კაცი. ნაწილს ხელში სტალინის პორტრეტები ეჭირა, ნაწილს კი - სსრკ-ის წითელი დროშა
4 / 12
სახლ-მუზეუმთან სამგლოვიარო მიტინგის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გორის ქუჩებში მსვლელობა გამართეს
5 / 12
სტალინისტები საბჭოური სიმბოლიკითა და სტალინის პორტრეტებით ქალაქის ცენტრში დადიოდნენ - აქციის გამართვაში ხელი არავის შეუშლია
6 / 12
მსვლელობის მონაწილეები ეკლესიისკენ გაემართნენ
7 / 12
ეკლესიაში აქციის მონაწილეებმა იოსებ სტალინის პანაშვიდი გადაიხადეს
8 / 12
"ერების წინამძღოლის" ხსოვნის პატივსაცემად აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და ილოცეს
9 / 12
თუმცა აქცია ეკლესიაში მისვლით არ დასრულებულა
10 / 12
შემდეგ საქართველოს კომპარტიის წევრებმა და მათმა მომხრეებმა სტალინის მოსახსენიებლად ნადიმიც გამართეს
11 / 12
აქ მიდიოდნენ ქუჩაში სტალინის მომხრეები: მისი პორტრეტით, საბჭოური გერბითა და დამოუკიდებელი საქართველოს დროშით
12 / 12
ასე გამოიყურება ქალაქი გორის ერთ-ერთი სუპერმარკეტის ფასადი