თბილისი, 6 მარტი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კორტეჟი კიევში ხანდაზმულ მამაკაცს დაეჯახა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
ავარია შელკოვიჩნაიასა და ინსტიტუტსკაიას ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხანდაზმული მამაკაცი გზაზე მარეგულირებელი პოლიციელის ამკრძალავი სიგნალის მიუხედავად გადარბოდა. ძლიერი დარტყმის მიუხედავად, ხანდაზმულმა მამაკაცმა ფეხზე წამოდგომა დამოუკიდებლად შეძლო.