თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილმა მდგომარეობა ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და АТР-ს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 84-დან 83-ე ადგილზე გადაინაცვლა. მას აქტივში 666 ქულა აქვს.
კალენდარული წელი მან მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში 59–ე ადგილიდან დაიწყო. ბასილაშვილის რეგრესი იმან გამოიწვია, რომ მან უკვე ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო.
მიუხედავად რეიტინგში ასეთი მდგომარეობისა, 2018 წლის ორ თვეში მან თითქმის 158 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
АТР–ს რეიტინგში ბასილაშვილმა საუკეთესო შედეგი გასული წლის ივნისში აჩვენა, მაშინ მას 51–ე ადგილი ეკავა.