როგორ დაამარცხეს ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები

Sputnik

ევროპის ერთა თასის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 10 მარტს კრასნოდარში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ბორჯღალოსნებმა ევროპის ერთა თასის ფარგლებში ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 23:10. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ჩატარდა მიხეილ მესხის სტადიონზე თამაში.

1 / 12
თამაშის პირველი ნახევარი ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა
2 / 12
თამაშის პირველ ნახევარში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ლელოს დადება, ტაბლოზე ქულები მხოლოდ საჯარიმოების შესრულების შედეგად იცვლებოდა
3 / 12
რაგბის მატჩზე ტრიბუნები ყოველთვის სავსეა
4 / 12
თუმცა პირველ ტაიმში გულშემატკივრები სანახაობით იმედგაცრუებულები იყვნენ - თამაში არც ისე აქტიურად მიდიოდა
5 / 12
ბორჯღალოსნების შემადგენლობიდან სამი საჯარიმო შეასრულა სოსო მათიაშვილმა, ესპანელების გუნდიდან კი მატიე პელუშონი გამოირჩეოდა
6 / 12
აღსანიშნავია, რომ ევროპის ერთა თასის მიმდინარე თამაშებიდან ბორჯღალოსნებმა პირველად მისცეს მეტოქეს ქულის მოპოვების საშუალება
7 / 12
შესვენებაზე გუნდებს შორის ანგარიში იყო 9:3
8 / 12
შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო, რის შედეგადაც 52-ე წუთზე ანგარიში 16:3 გახდა
9 / 12
ეს შედეგი თამაშის 80-ე წუთამდე ნარჩუნდებოდა, თუმცა ძირითადი დროის მიწურულს გუნდებმა ერთმანეთს შეუტიეს
10 / 12
ესპანეთის შემადგენლობიდან ლელო სებასტიან რუემ დადო, ბორჯღალოსნებში კი თავი გიორგი მელიქიძემ გამოიჩინა
11 / 12
საბოლოო ანგარიში 23:10 კვლავ სოსო მათიაშვილმა დაამყარა
12 / 12
ევროპის ერთა თასის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 10 მარტს კრასნოდარში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს