თამრიკო გვერდწითელი: თბილისში ვცოცხლდები

„Sputnik-საქართველო“ წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ესტრადის ვარსკვლავთან, მომაჯადოებელი ხმის მფლობელთან - თამრიკო გვერდწითელთან
Sputnik

საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტმა, მომღერალმა თამრიკო გვერდწითელმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესახებ, თავის საკონცერტო გეგმებზე, ახადა ფარდა თავის ოჯახურ მდგომარეობას, მაგრამ არ გაუმხელია, რაზე ოცნებობს.

- როდის ველოდოთ თქვენს უახლოეს კონცერტს?

— ზაფხულში, როდესაც ჩემი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ის გაიმართება ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

- თქვენ არაერთხელ გამოსულხართ ესტრადის ვარსკვლავებთან დუეტში. აპირებთ კიდევ დუეტში სიმღერას, თუ კი, მაშინ ვისთან?

— რა თქმა უნდა, დრო და დრო გაჩნდება ახალი დუეტები, ეს ხომ შესრულების შესანიშნავი ფორმაა. უკვე შექმნილი დუეტები ორგანულად არსებობს, ის მოთხოვნადია, მათი ნახვა და მოსმენა სურთ.

Известная грузинская певица Тамара Гвердцители

- რომელ დუეტზე თქვენ პირადად ოცნებობთ?

— არიან მუსიკოსები, რომლებთანაც სიამოვნებით დავდგებოდი სცენაზე და სტუდიაში დუეტს ჩავწერდი. მაგრამ ყველაზე ნაკლებად ოცნებებზე უნდა ვისაუბროთ.

- ძველი დრო გენატრებათ?

— ხშირად ვიხსენებ ჩემი ახალგაზრდობის დროს — არა იმიტომ, რომ ის ყველაზე მშვენიერი იყო, არა იმიტომ, რომ ყველაზე მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობდი. უბრალოდ ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენ გვქონდა იმედები, და თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდით.

- არსებობს თქვენთვის განსაკუთრებული ადგილები საქართველოში, სადაც თითქოს ხელახლა იბადებით?

— ეს მშობლიური თბილისია, იქ ვცოცხლდები. ყოველი ადამიანი, რომელიც თავის საწყისებს უბრუნდება, ცოტათი უკეთესი ხდება.

Известная грузинская певица Тамара Гвердцители

- 2015 წელს თბილისის წყალდიდობის დაზარალებულთა დასახმარებლად ბათუმში გამართულ საქველმოქმედო ღონიძიებაში მონაწილეობდით. მაშინ თქვენი საქველმოქმედო ფონდი ახსენეთ. ის ახლაც არსებობს? ვის ეხმარება ის და ხომ არ იგეგმება ფონდის რაიმე აქციები საქართველოში?

— კი, ის არსებობს. ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდა უსახლკარო ადამიანებს, რათა ისინი ცხოვრებაში არ დაიკარგონ. მათ ეკლესია და ჩვენი პატრიარქიც ეხმარება.

მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს, უნდა დაეხმარონ იმათ, ვისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. ახალგაზრდები, რომლებსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ქუჩაში აღარ არიან, ისინი მუშაობენ.

გარდა ამისა, მუსიკალური სკოლების დახმარებას ვაპირებთ. სულ უფრო ნაკლებ ადამიანებს სურს სერიოზული მუსიკალური განათლების მიღება. მაგრამ არსებობენ ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც სწორედ დღეს სჭირდებათ დახმარება. მათ სჭირდება ფულადი თანხები, რაც მათ საუკეთესო პედაგოგებთან და ოსტატებთან სწავლის საშუალებას მისცემდა.

არ უნდა იფიქრო ასე: „ოცი წლის შემდეგ გავმდიდრდები და მერე დავეხმარები“. ზოგიერთ ადამიანებს მცირე თანხაც ეყოფა, რომ თავი გაიტანონ და რაღაცას მიაღწიონ. დახმარების დრო  ყოველთვის არის, ყველა გაჭირვებულისთვის მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია.

Известная грузинская певица Тамара Гвердцители

- ქართული სამზარეულოს რომელი კერძით სიამოვნებით გაუმასპინძლდებით ახლობლებს?

— დედაჩემი ისე ამზადებს, რომ მას ვერავინ შეედრება. ჩემი ოსტატობის დონე ძალიან კარგად მესმის და ამიტომ ახლობლებს მხოლოდ იმ კერძებით ვუმასპინძლდები, რისი მომზადება ვიცი და მიყვარს — სალათები, ფხალეულობა.

- გვიამბეთ თქვენი საყვარელი ქართული სიმღერების შესახებ.

— ძალიან განსხვავებულ მუსიკას ვუსმენ, მაგრამ ქართულ სიმღერებს ყოველდღე ვუსმენ. საყავრელი სიმღერები ბევრია, რაღაცას ძველი სიმღერებიდან ვიხსენებ და თანამედროვე ვერსიებს ვადარებ. ეს ჩემთვის ერთგვარი სულიერი საზრდოა.

- ახლახან ტელეგადაცემაში 18 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეთ — თქვენი მეორე მეუღლე დმიტრისადმი სიყვარული და მისი დაღუპვა. ახლა თქვენი გული თავისუფალია? ეს მუშაობაში ხელს გიშლით თუ პირიქით?

— დიახ, გათხოვილი არ ვარ, როგორც დოკუმენტებში წერენ — განქორწინებული ვარ. ჩემთვის ეს უბრალოდ სოციალური მდგომარეობაა — ადამიანი დღეს ერთ სოციალურ ჯგუფშია, ხვალ — მეორეში. რეალურად მუშაობაზე მხოლოდ ადამიანთან სიახლოვე მოქმედებს.

ღმერთმა ინებოს, რომ ყველას ჰყავდეს ახლობელი ადამიანი, რომელიც მას შემოქმედებაზე შთააგონებდეს. ყველას ვუსურვებ, რომ ჰქონდეს მზის ცოცხალი სხივი, შთაგონების წყარო!