სამი დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - პოლონეთში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა

პოლონური მედიის ინფორმაციით, 18 საცხოვრებელი ბინიდან 4 განადგურებულია.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პოლონეთის ქალაქ პოზნანში ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლში, სავარუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების და შემდეგ სახლის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

ინციდენტი ადგილობრივი დროით, 07:50 წუთზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

შემთხვევის ადგილზე 160 მაშველი მეხანძრე მუშაობდა.

​ 

როგორც პოლონური მედია წერს, 18 საცხოვრებელი ბინიდან 4 განადგურებულია. 

წინასწარი ინფორმაციით,  აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის სისტემის გაუმართაობა გახდა.  ოფიციალურ უწყებებს ამ თემაზე  კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე შემოწმება 19 თებერვალს განხორციელდა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

მომხდარის დეტალებს საგამოძიებო უწყება სწავლობს.