— „გაზაფხულზე მეტად მიყვარს ზამთარი და ზამთრის ფერები მიყვარს“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს” ბასე ჯაფაროვამ.
ბასე ჯაფაროვა- თბილისელი მხატვარი, დაამთავრა ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ ვასო აბაშიძის მუსიკალურ კომედიის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. 1972-1977 წლებში მონაწილეობდა რესპუბლიკურ გამოფენებში. იყო სსრ მხატვრებისა და საქართველოს რესპუბლიკის სამხატვრო წევრი.