თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
შსს-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.