საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ

სამი მარტის დღესასწაული ჩაფიქრებული იყო როგორც ქალთა საერთაშორისო დღის ალტერნატივა, თუმცა შემდგომში საქართველოს ხელისუფლებამ ორივე თარიღი დღესასწაულად გამოაცხადა
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოში შაბათს დედის დღეს აღნიშნავენ, ქვეყანაში ეს დღე უქმედ არის გამოცხადებული. 

აღსარება დედას

დღესასწაულის ისტორია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება, რომელმაც 1991 წელს ის პარლამენტის დასამტკიცებლად გამოიტანა. ახალ დღესასწაულს ქალთა საერთაშორისო დღე უნდა შეეცვალა, რადგან მაშინ 8 მარტი, გამსახურდიას ინიციატივით, გააუქმეს. 

თუმცა, ათი წლის შემდეგ 8 მარტი ისევ დღესასწაული გახდა — 2002 წელს, საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, პარლამენტის გადაწყვეტილებით ის აღადგინეს.

8 მარტი კვლავ დღესასწაულად ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქცა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

შესაბამისად, საქართვცელოში ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნება — 3 მარტი და 8 მარტი, ორივე დღე უქმეა.