დეკლარაცაში დაშვებული შეცდომა დეპუტატებს შეიძლება ძვირი დაუჯდეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ინიციატივით, სახელმწიფო მოხელეთა ქონებრივ დეკლარაციებში მთელ რიგ უზუსტობებზე შეიძლება თვალის დახუჭვა, მაგრამ არსებითი შეცდომები მკაცრად უნდა დაისაჯოს
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა შესთავაზა ანაზღაურების 25%-ის ოდენობის ჯარიმით იმ სახელმწიფო მოხელეების დასჯა, რომლებმაც ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესები დაარღვიეს, თანაც ჯარიმა 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დღეისათვის დეკლარაციაში არასწორი ან არასრული მონაცემების შეტანის გამო სახელმწიფო მოხელეების ჯარიმა 1 000 ლარს შეადგენს. 

სახელმწიფო მოხელეებმა დეკლარაცია წელიწადში ერთხელ უნდა შეავსონ და მასში ყველა ანგარიში და ფასეული ქონება მიუთითონ, რომელიც მათ ან მათი ოჯახის წევრებს ეკუთვნის.

„საჯარო უწყებაში ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ 11-კაციანი დეპუტატთა ჯგუფია.

მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებებია მოსალოდნელი

კანონპროექტში მითითებულია ის დარღვევები, რომლებიც დაჯარიმებას არ დაექვემდებარება, რადგან არარსებითად ჩაითვლება. საუბარია შეცდომაზე საცხოვრებელი ფართის მითითებისას 40 კვადრატულ მეტრამდე, არასაცხოვრებელი ფართის — 20 მეტრამდე, არასასოფლო-სამეურნეო მიწის — 100 მეტრამდე და სასოფლო-სამეურნეო მიწის — 500 მეტრამდე.

გარდა ამისა, არარსებით შეცდომად ჩაითვლება საბანკო ანგარიშზე რეალურსა და მითითებულ თანხებს შორის 500-ლარიანი სხვაობა და არადეკლარირებული ტრანზაქცია, რომელიც 100 ლარს არ აღემატება.

საპატიოდ ჩაითვლება ასევე ჩინოვნიკის ან მისი ოჯახის წევრის კუთვნილი საწარმოს არმითითება, რომელიც 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში ფუნქციონირებს.

ცვლილებების თანახმად, ჯარიმას არ დაექვემდებარება ჩინოვნიკის ან მისი ოჯახის წევრის მიერ უცხოეთში მიღებულ ხელფასში 500-ლარიანი სხვაობა და ხელშეკრულებით მიღებული მოგების 1000 ლარამდე სხვაობა.

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე პარლამენტმა ის სამი მოსმენით უნდა მიიღოს და საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.