დღეს საქართველოს ბორჯღალოსნები ესპანეთის წინააღმდეგ მატჩს გამართავენ

ევროპის ერთა თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეებს ჯერჯერობით არ წაუგიათ
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს და ესპანეთის რაგბის ნაკრებებმა მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისში ევროპის ერთა თასის მატჩის წინ, რომელიც დღეს გაიმართება, კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს. 

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი შეცვლა განახორციელა, გერმანიის წინააღმდეგ ორი კვირის წინ გამართულ მატჩთან შედარებით, რომელიც ქართველებმა 64:00 მოიგეს. პირველივე წუთებიდან მოედანზე გამოვლენ შალვა სუთიაშვილი და სოსო მათიაშვილი, რომელმაც ტრავმის შემდეგ აღდგენა შეძლო. წელს პირველად სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებენ ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც ორი წინა თამაში გამოტოვა, და გიორგი თხილაიშვილი.

Тренировка сборной Грузии и сборной Испании по регби

„ესპანეთის ნაკრები — ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელიც გამუდმებით პროგრესს განიცდის. გუნდმა დაამტკიცა ეს, როდესაც ევროპის ერთა წლევანდელ თასში რუმინეთსა და რუსეთს მოუგო. ჩვენ მათი შესაძლებლობები ვიცით, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იქნება ის, როგორ ვითამაშებთ ხვალინდელ მატჩში. ამ ეტაპზე ტურნირზე გამარჯვებისთვის სწორედ ესპანეთია ჩვენი კონკურენტი, ამიტომ ეს თამაში ჩვენთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე ჰეიგმა.

თუმცა, სავარაუდოდ, მილტონ ჰეიგმა არ უნდა ინერვიულოს. საქმე ისაა, რომ თბილისში ესპანეთის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით არ ჩამოსულა. „ლომების გუნდის“ მწვრთნელის, სანტიაგო სანტოსის თქმით, მან 19 (!) მოთამაშე შეცვალა რუსეთთან (20:13) და რუმინეთთან (22:10) თამაშების შემდეგ.

Тренировка сборной Грузии и сборной Испании по регби

„შემადგენლობის როტაცია ჩავატარეთ და წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მორაგბეები, რომლებიც ხვალ მინდორზე გავლენ, თამაშის ღირსეულ დონეს აჩვენებენ“, — აღნიშნა სანტოსმა.

Тренировка сборной Грузии и сборной Испании по регби

რაც შეეხება საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების პირად დაპირისპირებას, გუნდებს 18 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 14-ჯერ მოგება ქართველების მხარეს იყო, სამჯერ ესპანელებმა მოიგეს, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. ზედიზედ ექვს შეხვედრაში ქართველები იგებენ. „ლომების გუნდმა“ ბოლო გამარჯვება მადრიდში ანგარიშით 25:18 2012 წელს მოიპოვა.

ყველაზე დიდი გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა 2011 წლის თებერვალში მოიპოვა, როდესაც თბილისში სტუმრები ანგარიშით 60:0 გაანადგურა.

Тренировка сборной Грузии и сборной Испании по регби

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 3 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.