თბილისში Samsung-ის მაღაზია გაქურდეს

ბოროტმოქმედებმა Samsung-ის მაღაზიიდან ძვირადღირებული მობილური ტელეფონები მოიპარეს
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. უცნობმა პირებმა თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე Samsung-ის მაღაზია გაქურდეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

სავარაუდოდ, ქურდებმა რიგის ქუჩის მხრიდან მინა ჩაამტვრიეს და მაღაზიაში იქიდან შევიდნენ. 

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წაღებულია სმარტფონები და ტელეფონები.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე  მუხლით (ქურდობა), რომელიც ერთი წლიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.