ვითარება საქართველოს გზებზე

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ნაქერალას უღელტეხილზე პრობლემები შექმნა.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 მარტს

„საავტომობილო გზის 38-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", — ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.