კალაძის 100 დღე: ქალაქის მერმა თბილისელებს ანგარიში საჯაროდ ჩააბარა - ვიდეოტრანსლაცია

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუშაობის ასი დღე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე შეაჯამა.

დედაქალაქის მერმა, უპირველესად, ამ ხნის განმავლობაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მერიაში რეორგანიზაციის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.

გარდა ამისა, კალაძემ ისაუბრა დედაქალაქში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც, მისი თქმით, „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, და მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობით შექმნილი პრობლემები დაასახელა.

თბილისის მერის განცხადებით, თბილისს მალე ეყოლება ასი ახალი ავტობუსი, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

გარდა ამ საკითხებისა, კახა კალაძემ ასევე ისაუბრა მშენებლობებისთვის გამკაცრებული ნებართვებისა და სხვა საკითხების შესახებაც.

პრეზენტაციის პირდაპირი ეთერი სოციალური ქსელებით გადაიცემოდა.