,
„ჩემ მეუღლესთან ერთად 54 წელი ვიცხოვრე. 50 წლის იუბილე გადავიხადეთ. რასაკვირველია, წლების განმავლობაში ბევრი რამ იცვლებოდა, მაგრამ, როგორც ვამბობ და ყველა წიგნშიც მიწერია, ნამდვილი სიყვარული არის ქრონიკული დაავადება, რომელიც არ იკურნება“, – ამბობს გელა ჩარკვიანი.
დიპლომატი და ფილოლოგი გელა ჩარკვიანი დაიბადა თბილისში 1939 წელს. მისი კარიერა 1976 წლიდან საქართველოს ტელევიზიაში იწყება. ის იყო სატელევიზიო გადაცემა „გლობუსის" წამყვანი. 1995 წლიდან 2003 წლამდე იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან – ელჩი. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.