„იქიდან გამომდინარე, რომ სამი სამსახური მაქვს და თავისუფალი დრო ფაქტიურად არ მაქვს, ყველამ იცის, რომ კვირა არის ბავშვების დღე, რომელიც არასდროს არ იცვლება. დრო გადანაწილებული გვაქვს. აუცილებლად გავდივართ გარეთ, ჰაერზე. ახლახან ტასოს ჩემმა მეგობარმა ძაღლი მოუყვანა, პატარა თეთრი მგელი გვყავს სახლში და მასზეც უნდა იზრუნონ“, – ამბობს განო მელითაური.
განო მელითაურს მსახიობ კოტე თოლორდავასგან სამი შვილი ჰყავს. კოტე თოლორდავა სამი წლის წინ გარდაიცვალა. განო სამ შვილს მარტო ზრდის და მთლიანად მათზეა ორიენტირებული. მისი თქმით, მომავალი გეგმებიც სწორედ ბავშვების სურვილებს უკავშირდება.