დედის დღეს თბილისში „სილამაზის გარბენი" გაიმართება

გარბენის მონაწილეებს შეუძლიათ შეარჩიონ დისტანცია - სამი ან ექვსი კილომეტრი.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისში 3 მარტს, დედის დღეს საზეიმო „სილამაზის გარბენი" (Beauty Run) გაიმართება.

სპორტული ღონისძიება ლისის ტბაზე 11:00 საათზე დაიწყება. მონაწილეები ადგილზე დარეგისტრირდებიან.

მარათონი თბილისში: აქცია სიცოცხლისათვის

გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს ზევით გოგონებს. მონაწილეობა უფასოა.

შეჯიბრება მონაწილეებს ორ დისტანციას სთავაზობს: სამ და ექვს კილომეტრს. მონაწილეებს გადეცემათ საჩუქრები, გამარჯვებულები პრიზებსა და ჯილდოებს მიიღებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია პროექტის Run Georgia ფარგლებში, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება.

„სილამაზის გარბენის" შესახებ სრულად იხილეთ აქ.