საქართველოს საზღვარგარეთ სუსტი დიასპორა ჰყავს: არჩილ ჭყოიძის მოსაზრება

Sputnik

"ერეკლე მეორის საზოგადოების" ხელმძღვანელმა საზღვარგარეთ ქართული დიასპორის სუსტი მუშაობა გააკრიტიკა. იხილეთ ვიდეო, თუ რის შესახებ ისაუბრა თბილისის პრეს-ცენტრში არჩილ ჭყოიძემ.

"ერეკლე მეორის საზოგადოების" ხელმძღვანელის აზრით, საქართველოს დიასპორა საზღვარგარეთ სუსტად ორგანიზებულია და ეფექტურ ძალას არ წარმოადგენს. "ზოგიერთ ქვეყანას ძლიერი დიასპორა ჰყავს, ზოგს – სუსტი. სამწუხაროდ, ყველაზე სუსტი დიასპორა ჩვენ გვყავს, როდესაც ყველაზე ძლიერი დიასპორა სწორედ ჩვენ გვჭირდება, მათ შორის რუსეთშიც", — განაცხადა ჭყოიძემ.