თბილისში შენობიდან ჩამოვარდნილმა შუშამ, სავარაუდოდ, ადამიანი იმსხვერპლა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი კი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ორბელიანის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი შენობიდან ჩამოვარდნილი შუშა გამვლელს და მცირეწლოვან ბავშვებს დაეცა, იტყობინება ქართული მედია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებმა გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.