საქართველოს პრეზიდენტმა 116 პატიმარი შეიწყალა

გათავისუფლებულთა გარდა, 43 მსჯავრდებულს, რომელთა შორის ორი ქალია, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმსუბუქდა.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეწყალების კომისიამ 19-26 თებერვლის პერიოდში 858 პირის საქმე განიხილა.

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, დღეს საქართველოს საპატიმროები 73-მა პატიმარმა დატოვა, აქედან ოთხი ქალია. მათ გარდა, 43 მსჯავრდებულს, რომელთა შორის ორი ქალია, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმსუბუქდა.

შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კომისიის წევრების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.