დიდი ხანძარი გაჩნდა თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბაზრობაზე თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სტადიონ „დინამო არენასთან“ ახლოს. იხილეთ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.
ხანძრის ლიკვიდაციაში 35 სხვადასხვა ტიპის სახანძრო მანქანა და ასამდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიუხედავად პოლიციის ბარიერებისა, ზოგიერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ბაზრობის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო — ნანახი მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გამოსვლისას მათ თქვეს, რომ მთელი მათი ქონება ხანძარმა გაანადგურა.