სომხეთში ავარიაში მოხვედრილი საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს

ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, რომელიც სომხეთში ავარიაში მოხვდა, მაშველების მოსვლამდე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაარჩინეს
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე ავტოავარიის შედეგად სომხეთში სიუნიკის ოლქში საავადმყოფოში აღმოჩნდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საგანგებო სიტუაციების ადგილობრივ სამინისტროზე დაყრდნობით.

ავარია რუსთაველზე: ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

ინციდენტი კაპან-კაჯარანის გზაზე სამშაბათ დილით მოხდა. Mercedes-Benz GL 350-ის მარკის ავტომობილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 200 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა.

ადგილობრივებმა დაშავებული მანქანიდან გამოიყვანეს და მაშველების მოსვლამდე ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული 1989 წელს დაბადებული ზურაბ ეპიტაშვილია. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.